23 აპრილი 2024,   22:30
ვრცლად
გავიარეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები-შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან დასრულდა

"ქართული ოცნების" ოფისში ბიძინა ივანიშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა. როგორც მამუკა მდინარაძემ ოფისის დატოვების შემდეგ განაცხადა, საუბრის მთავარი თემა მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები იყო. მისი თქმით რამდენიმე დღეში გაიმართება პრეზენტაციაც თუ როგორ მოხდება მოსამართლეთა შერჩევა. დეპუტატი ვარაუდობს, რომ შერჩევის ეს წესი უმრავლესობის ყველა წევრისთვის  მისაღები იქნება, რადგან დღევანდელ შეხვედრაზე წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

„მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღეს იყო საუბარი ერთადერთ რამეზე. დეტალურად გავიარეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები. პროცედურები ამ პროცესში ჩართულები იყვნენ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლები. ჩართულები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და საბოლოო ჯამში ჩვენ ერთხმად დავუჭირეთ მხარი, რაც ამ ჯგუფში დამუშავდა,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ

დღის ამბები