19 აპრილი 2024,   18:47
ვრცლად
პარლამენტში 4 კომიტეტის სხდომის გადადებას, ოპოზიცია "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომას უკავშირებს  

პარლამენტშიი 4 კომიტეტის სხდომა გადაიდო.  ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ეს "ქართული ოცნების" ოფისში დანიშნულ უმრავლესობის სხდომას უკავშირდება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. ამ თემაზე კამათი დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომაზე ოპოზიციასა და უმრავლესობის წევრებს შორის გაიმართა. 

"ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ კომიტეტების სხდომის გადადება "ქართული ოცნების" ოფისში დანიშნული უმრავლესობის სხდომის გამო, "უხერხულია." 

„თქვენი კომიტეტი, თქვენმა აპარატმა და ასევე სხვა აპარატებმა გვიპასუხებს, რომ კომიტეტის სხდომა გადაიდო იმიტომ და ალბათ პარლამენტის თავმჯდომარეც საქმის კურსშია, რომ თქვენ გაქვთ შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან. მე მაქვს კითხვა თქვენთან. არ შეგეძლოთ ბიძინა ივანიშვილისთვის გეთქვათ, რომ შეიკრიბოთ 18:00 საათზე. პარლამენტის გრაფიკი ბიძინა ივანიშვილის გრაფიკზე ეწყობა თუ სახელმწიფო ინტერესებიდან და პარლამენტის ინტერესებიდან გამომდინარე ალაგებთ, მაინტერესებს. სრული დამთხვევაა ბატონო აკაკი. მაჯის ცემა გქონდათ ერთნაირი ოთხივე კომიტეტის თავმჯდომარეს, რომ ადექით და გადადეთ 16:00 საათზე. არა დამაჯერებელია რასაც მეუბნებით და არის უხერხული, როგორც იქცევით,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სხდომის გადადემის შესახებ კომიტეტების წევრებს კომონუკაცია მასთან ჰქონდათ. 

„რაც შეეხება უმრავლესობის სხდომას, ნამდვილად არის ჩანიშნული. ამასთან დაკავშირებით, ჩემთან ჰქონდათ კომუნიკაცია კონკრეტულ წევრებს კომიტეტების და უმრავლესობის. მე მათ ვუთხარი, რომ არ იყო საჭირო კომიტეტების გადადება, ანუ ჩემთან იყო ეს კომუნიკაცია და ჩემი მხრიდან მიიღეს ეს პასუხი,“-  განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები