20 აპრილი 2024,   14:15
ვრცლად
"ამ საკითხს პოლიტიკური დატვირთვა უკვე შეძენილი აქვს"- რომან კაკულია TBC ბანკის საქმეზე ეროვნული ბანკის განმარტებებს ელოდება

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით  მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებს ეხმაურება. რომან კაკულიას განცხადებით ახლა მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის პასუხები. მისივე თქმით, ამ საქმემ უკვე შეიძინა პოლიტიკური დატვირთვა ამიტომ აუცილებელია დასმულ შეკითხვებს ეროვნულმა ბანკმა პასუხები გასცეს.

„ახლა ჩვენ ველოდებით რა თქმა უნდა  ამასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პოზიციის გამოხატვას. ფორმატზე აქაც შეიძლება შევთანხმდეთ. მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში დეპუტატებმა აქედან გამომდინარე  თუ რა შინაარსიც ექნება ამ დისკუსიას გაიგონ როგორია ეროვნული ბანკის პასუხები. აქ სხვა მნიშვნელოვანი თემებიც გაჟღერდა. უკვე ამას პოლიტიკური დატვირთვა ვინმეს მოსწონს ეს თუ არ მოსწონს შეძენილი აქვს და აქედან გამოსვლა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში უმტკივნეულოდ და სწორად როდესაც ყველა დასმულ შეკითხვაზე არსებობს პასუხი,“-განაცხადა რომან კაკულიამ.

მამუკა ხაზარაძეს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მოუსმინეს. მან ვრცლად ისაუბრა თიბისი ბანკის საქმეზე და იმ ზეწოლაზე რომელსაც მისი თქმით ის ეროვნული ბანკის მხრიდან განიცდიდა. ასევე მამუკა ხაზარაძემ ახსენა მუქარის წერილი, რომელიც მას მისივე თქმით, გიორგი გახარიამ მისწერა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები