20 აპრილი 2024,   12:40
ვრცლად
ხმაური პარლამენტში - ოპოზიცია აბაშიძესთან საჯარო დისკუსიას მოითხოვდა, უმრავლესობამ კომიტეტის სხდომა დახურა

ხმაური საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე - დაპირისპირება სხდომის დახურვის მოთხოვნას მოჰყვა. გიგა ბოკერია კომიტეტის თავმჯდომარისგან მოითხოვდა, რომ ზურაბ აბაშიძეს კარასინთან შეხვედრის დეტალებზე პასუხები საჯარო და არა დახურულ სხდომაზე გაეცა. მმართველი გუნდი კი დახურვის მომხრე იყო. ერთმანეთს გიგა ბოკერია და დიმიტრი ცქიტიშვილი დაუპირისპირდნენ. გიგა ბოკერიას მსგავსად სხდომის დახურვის წინააღმდეგი იყო ნაციონალური მოძრაობა.

"პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ კი კენჭისყრის დროს მხარი ოცნებას დაუჭირა და ხმების რაოდენობით 6-4-ზე სხდომა დაიხურა.

ამ ყველაფერს მშვიდად ადევნებდა თვალყურს ზურაბ აბაშიძე.

ოპოზიცია დილიდან ამტკიცებდა, რომ ზურაბ აბაშიძეს მწვავე კითხვებით მძიმე ორშაბათი ელოდა. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა პრაღაში გამგზავრებამდე და კარასინთან დაბარებული გზავნილების შინაარსი ოპოზიციის მთავარ კითხვებს შორის იყო.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები