18 აპრილი 2024,   07:22
ვრცლად
თსუ-ში სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის პროექტი განიხილეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის პროექტი განიხილეს.

შეხვედრაზე, რომელსაც დეპარტამენტის ხელმძღვანელი და პროფესორ-მეცნიერები ესწრებოდნენ, ისაუბრეს იმ მიმართულებებზე, რომლებიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ენის გაძლიერებას და პოპულარიზაციას.

პროექტი პირველ ეტაპზე ენათმეცნიერების ინსტიტუტის აკადემიურ წრეებში უკვე განიხილეს და მომავალში სხვადასხვა უწყებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებიც ჩართვაც იგეგმება. 

ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის, თქმით, კონსტიტუციაში მითითებულია, რომ აფხაზეთში ქართული ენის პარალელურად სახელმწიფოებრივ ენად აფხაზურიც ითვლება და ჩვენი ვალდებულებაა, აფხაზურ ენაზეც ვიზრუნოთ.

 

დღის ამბები