20 აპრილი 2024,   03:40
ვრცლად
"ის იყო აბსოლუტურად იდეალური პრემიერი ივანიშვილისთვის" - ნინო გოგუაძე

"ის იყო აბსოლუტურად იდეალური პრემიერ-მინისტრი ბიძინ ივანიშვილისთვის," - ეს განცხადება თავისუფალი დემოკრატების წევრმა, ნინო გოგუაძემ, ქართულ ოცნებაში ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების შესახებ გადაცემა არჩევანში გააკეთა.

გოგუაძე ამბობს, რომ ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელია. 

„ირაკლი ღარიბაშვილის მთავარი ღირსება არის ის, რომ ის არის ბიძინა ივანიშვილის დავალებების უსიტყვო შემსრულებელი. მისი მთავარი ღირებულება არის ბიძინა ივანიშვილი. მესიჯებს ზუსტად იმ თანმიმდევრობით და იმ სიტყვებით გვეუბნება, რასაც ისმენს  ბიძინა ივანიშვილისგან. მე მას ვეძახდი "ადამიანი-ექოს", რომელსაც საკუთარი ლექსიკაც კი არ გააჩნია. ის იყო  აბსოლუტურად იდეალური პრემიერ-მინისტრი ბიძინ ივანიშვილისთვის. მას სჭიდებოდა ირაკლი ღარიბაშვილი,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

გოგუაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ღარიბაშვილის თანამდებობიდან გაშვება საერთაშორისო საზოგადოების უკმაყოფილების გამო მოუწია. 

გოგუაძე ამბობს, რომ ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს იმეორებს და ამბობს, რომ ყველა დავალების შესრულება შეუძლია ბიძინა ივანიშვილის გულის მოგების მიზნით.

დღის ამბები