19 აპრილი 2024,   14:37
ვრცლად
"ღარიბაშვილი გამოირჩევა ერთადერთი რამით, ეს არის მონური მორჩილება" - თინა ბოკუჩავა

"ეს ადამიანი გამოირჩევა ერთადერთი რამით, ეს არის მონური მორჩილება," - ასე აფასებს თინა ბოკუჩავა ირაკლი ღარიბაშვილს.

ენმ-ის წევრი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი მზად არის, ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერი დავალება შეასრულოს და ამან განაპირობა მისი დაბრუნებაც.

თინა ბოკუჩავა ირაკლი ღარიბაშვილს "დისკრედიტირებულ პერსონაჟად" მოიხსენიებს და აცხადებს, რომ გათვლები, რომელიც მასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს აქვს, ღიმილის მომგვრელია.

„ასეთი დისკრედიტებული პერსონაჟის გაცოცხლება, რომელიც საზოგადოებაში დალექილი იყო, ალბათ, როგორც "ჰაკიმ ფაშა" ან მისი ასეთი აგრესიული გამონათქვამებით ან სხვადასხვა ეპითეტებით, ასეთი დისკრედიტებული ადამიანის გაცოცხლება განსაკუთრებით იმ იმედით, რომ ის რამეს შეცვლის და იმ გარდაუვალ რღვევას, რასაც ჩვენ ვხედავთ ქართულ ოცნებაში და მათ შორის პარლამენტში, ამას ის შეაჩერებს, ღიმილის მომგვრელია,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.  

დღის ამბები