25 აპრილი 2024,   13:59
ვრცლად
გახარიას წერილობითი მუქარა ხაზარაძეს - "ქართული ოცნება" წერილს ფარატინა ფურცელს უწოდებს, ოპოზიცია კი ღია ზეწოლაზე საუბრობს 

სკანდალური წერილი, რომელიც გიორგი გახარიამ მამუკა ხაზარაძეს მისწერა და რომელიც დღეს პროკურატურამ გაასაჯაროვა მმართველი გუნდისთვის მტკიცებულება არ აღმოჩნდა.  

"ქართულ ოცნებას" მუქარის არ სჯერა და წერილს ამობეჭდილ ფურცელს უწოდებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ წერილს არ აქვს მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, ამიტომ არაფერი ადასტურებს იმას, რომ ის გიორგი გახარიამ დაწერა და მამუკა ხაზარაძეს გაუგზავნა.

წერილის შინაარსის არც მთავრობის წევრებს სჯერათ. თეა წულუკიანს ის ღიმილს ჰგვრის. იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მას ურჩევნია გახარიასი სჯეროდეს ვიდრე ხაზარაძის.

ხელისუფლებისგან განსხვავებით ოპოზიციაში ეჭვი არ ეპარებათ, რომ შს მინისტრმა მუქარით სავსე წერილი მამუკა ხაზარაძეს გაუგზავნა. წერილის შინაარსი კი მათთვის კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ივანიშვილის მთავარი ინტერესია გაკონტროლებული მედია, მორჩილი ბიზნესი და გაშავებული ოპოზიციაა.

წერილის ნამდვილობაში ეჭვი არც არასაპარლამენტო ოპოზიციას შეაქვს. უფრო მეტიც ამბობენ, რომ ხაზარაძემ სამ-პუნქტიანი წერილის მეორე პუნქტი წინასაარჩევნოდ შეასრულა, როცა მხარი ღიად დაუჭირა სალომე ზურაბიშვილს.

დავით ზურაბიშვილს ეჭვი აქვს, რომ ხაზარაძესთან წერილი ჭუტა - იგივე ავთანდილ წერეთელს გაატანეს. ზურაბიშვილი განმარტავს, რომ გახარიას წერილი იწყება "ტვ პირველის" საგანგებო რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნით. მამუკა ხაზარაძე წერილში მოხსენიებულია მესამე პირში, როგორც მ.ხ. შესაბამისად ნაკლებად სავარაუდოა, რომ უშუალოდ მიმართვის შემთხვევაში მამუკა ხაზარაძე მინისტრს მესამე პირით და ინიციალებით მოეხსენიებინა, ასევე გაუგებარია რატომ უნდა მოეთხოვათ ხაზარაძისთვის "ტვ პირველის" სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. ამიტომ ზაურაბიშვილი ფიქრობს ,რომ წერილის პირდაპირი ადრესატი იყო არა მამუკა ხაზარაძე, არამედ "ტვ პირველის" მფლობელის მამა, ავთანდილ (ჭუტა) წერეთელი.

ამავე თემაზე
დღის ამბები