20 აპრილი 2024,   04:03
ვრცლად
პოლიტიკაში დაბრუნებული ღარიბაშვილის პირველი სკანდალური ინტერვიუ და დაპირისპირება "ქართული ოცნებიდან"დემარშით წასულებთან

პოლიტიკაში მეორედ მოსული ირაკლი ღარიბაშვილის პირველივე ტელეინტერვიუ პოლიტიკური სკანდალის მიზეზი გახდა. "ქართული ოცნებიდან" დემარშით წასულები ყოფილ ლიდერს დაუპირისპირდნენ.

პოლიტიკურ მდივნად დანიშვნის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს ეკა ბესელიამ მესიჯიც მისწერა და პოლიტიკაში დაბრუნებაც მოულოცა, თუმცა მათ შორის ურთიერთობა დღის ბოლოს დაიძაბა. მას შემდეგ, რაც ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“ ღარიბაშვილმა თქვა, რომ ეკა ბესელია პარტიიდან მისი ნებით არ წასულა და ამ გადაწყვეტილების უკან სხვის ინტერესებს ხედავს.

სათადარიგო მოთამაშე, რომელმაც 3 წლიანი ტაიმ-აუტის შემდეგ პოლიტიკურ ბრძოლას ალღო ვერ აუღო - ასეთია ეკა ბესელიას თანამებრძოლის ლევან გოგიჩაიშვილის პოზიცია. ის ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებმა "ქართული ოცნებიდან" წასულები მათ გადაწყვეტილების სისწორეში კიდევ ერთხელ დაარწმუნა.

ირაკლი ღარიბაშვილი 24 საათში მმართველი გუნდის დეფაქტო ლიდერი გახდა. ორ ბანაკად დაყოფილ "ქართულ ოცნებაში" იმედი აქვთ, რომ მათ ღარიბაშვილი გააერთიანებს.

ოპოზიციაში კი თვლიან, რომ ღარიბაშვილი ქვეყნის განვითარებაში პოზიტიურ წვლილს ვერ შეიტანს და ის მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეზე იქნება ორიენტირებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები