19 აპრილი 2024,   21:53
ვრცლად
ივანიშვილი მართავს საქართველოს როგორც განგსტერი - ფადი ასლი ბიზნესმენებს თიბისის მიმართ სოლიდარობისკენ მოუწოდებს

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, ბიზნესმენებს თიბისის მიმართ სოლიდარობის ღიად გამოხატვისკენ მოუწოდებს. ფადი ასლი თიბისი ბანკის მიმართ ივანიშვილის მიერ გამოცხადებულ ომზე მეტად "შოკის მომგვრელს" ქართული ბიზნესის წარმომადგენლების ჩუმ და დამყოლ დამოკიდებულებას მიიჩნევს.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი დაწრმუნებულია იმაშიც, რომ წერილთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძე სრულ სიმართლეს ამბობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში ტერორის ნიშნებია.

Image result for ფადი ასლი ბიძინა ივანიშვილი

"საქართველოში ბიზნესმენებს ხელისუფლების შურისძიების ეშინიათ. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში ტერორის ნიშნებს ვხედავ. შოკირებული ვარ იმით, რომ ქართველმა ბიზნესმენებმა ხმა არ ამოიღეს თიბისის დასაცავად, მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომელიც ქვეყნის მთავრობას იყენებდა ბანკისა და ანაკლიის პროექტისთვის ზიანის მისაყენებლად. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ეს წერილი მათ გაუგზავნეს მამუკა ხაზარაძეს ეს მაფიის მუშაობაა, ივანიშვილი მართავს საქართველოს როგორც განგსტერი, ქვეყნის მთავრობა ინსტრუმენტია მის ხელში, ველოდები როდის დაიწყებენ ქართველი ბიზნესმენები ხმამაღლა საუბარს არამხოლოდ თიბისის, არამედ სხვა კომპანიების შესახებაც. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში ტერორი მუდმივად იქნება,"-აცხადებს ფადი ასლი. 

 

 

 

 

 

დღის ამბები