25 აპრილი 2024,   10:26
ვრცლად
ანტიკონსტიტუციური - არასამთავრობოები შეწყალების კომისიის უფლებების იუსტიციის სამინისტროსთვის გადაცემას აფასებენ

პრეზიდენტის ინიციატივას შეწყალების კომისიის უფლებების იუსტიციის სამინისტროსთვის გადაცემასთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორი ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს. მათი განმარტებით, ეს როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით დაუშვებელია; გარდა ამისა ის კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს პროცესის სანდოობასაც.

ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ პარლამენტში გამოსვლის დროს გაახმაურა და გიორგი მარგველაშვილს შეწყალების პოლიტიკა დაუწუნა, რომელიც მისი თქმით ამნისტიას უფრო ჰგავდა, ვიდრე ჰუმანურ ჟესტს.

"ეს გადაწყვეტილება არის ანტიკონსტიტუციური - პირველი, ვერ შეიჭრება იუსტიციის მინისტრი პრეზიდენტის კომპეტენციაში, ვერც პრეზიდენტი შეიჭრება იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში და თუ პარლამენტი აპირებს კანონის მიღებას, ეს პირდაპირ არის კონსტიტუციის დარღვევა,"-აცხადებს ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორი ლაშა ტუღუში. 

დღის ამბები