20 აპრილი 2024,   00:24
ვრცლად
ვენესუელა გერმანიის ელჩს ქვეყნიდან აძევებს

ვენესუელა გერმანიის ელჩს ქვეყნიდან აძევებს. დანიელ კრიენ-ერი Persona non grata-ად მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ევროპის ქვეყნების სხვა დიპლომატებთან ერთად, ამერიკული ტურნედან დაბრუნებულ ვენესუელის დროებით პრეზიდენტს აეროპორტში დახვდა.

მადუროს რეჟიმი მას ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. დანიელ კრიენ-ერს ქვეყნის დატოვებისთვის 24 საათი აქვს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს, ხუან გუაიდოს მიმართ კი ბერლინის მხარდაჭერა ურყევია.

დღის ამბები