19 აპრილი 2024,   09:06
ვრცლად
როდესაც ხაზარაძეს ეს გაუკეთეს, სხვა ბიზნესმენები გრძნობენ, რომ ხელისუფლების წინაშე ჭიაღუები არიან - რომან გოცირიძე

საპარლამენტო ოპოზიციაში საგამოძიებო უწყებებს არ ენდობიან და ამბობენ, რომ TBC ბანკის საქმეზე პროკურატურა ობიექტურ გამოძიებას არ წარმართავს.

ოპოზიციაში ასევე ფიქრობენ, რომ საბოლოოდ, სკანდალური მუქარის წერილი, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მან შს მინისტრისგან მიიღო, თაროზე შემოიდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ბიზნესი სრულ ტერორშია, თუმცა TBC ბანკის საქმეზე, როგორც ქვეყნისთვის ზიანის მომტან ფაქტზე მხოლოდ ერთი ბიზნესმენი, ფადი ასლი საუბრობს.

„ბიზნესი არის დატერორებული, ნუთუ საქართველოში არ არსებობს ერთი წარმატებული და ცნობადი ბიზნესმენი, რომელმაც შეიძლება თქვას, რომ TBC ბანკთან დაკავშირებული მოვლენა, ეს არის ბიზნესის განადგურება და ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის მოსპობა.

"მხოლოდ ფადი ასლი რატომ ლაპარაკობს?-იმიტომ რომ უცხოელია, აქვს უცხოური პასპორტი და ძნელად თუ მოექცევა ხელისუფლების რეპრესიის ქვეშ. როდესაც TBC გაუკეთებენ ამას, როდესაც ხაზარაძეს, რომელსაც სხვა კაპიტალიც გააჩნია, გაუკეთებენ ამას, ყველა ვინც ამას ხედავს გრძნობს რომ ისინი არიან ჭიაღუები ხელისუფლების წინაშე. რომელი რამე გამოიძიეს?-რა თქმა უნდა, გამოძიება ამ საკითხში არ შეიტანს ნათელს,“- აცხადებს რომან გოცირიძე. 

დღის ამბები