25 აპრილი 2024,   10:02
ვრცლად
გვესმის, რომ კერძო სექტორს ანაკლიის პორტის პროექტის შესრულება უჭირს - გიორგი ქობულია

„ჩვენ გვესმის, რომ კერძო სექტორს უჭირს ამ პროექტის შესრულება. ამ პროექტში კერძო სექტორის როლი დღესდღეობით უფრო არის ორგანიზაციული,“- ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით გააკეთა. გიორგი ქობულიას თქმით, ეს არ არის დაკავშირებული მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმესთან. 

ქობულიას განცხადებით, ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მოზიდვა დამოუკიდებლად ანაკლიის კონსორციუმს არ შეეძლო. შესაბამისად, მინისტრის განმარტებით, პროექტის განხორციელებაში სახელმწიფოც ჩართულია. მისი განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობას საფრთხე არ ემუქრება. 

„თვითონ ინვესტორები, რომლებიც ფულს აბანდებენ ამ პროექტში, ეს არის 4 მნიშვნელოვანი და დიდი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი. ეს არის 400 მილიონ დოლარამდე. ეს არის მთავრობა 100 მილიონ დოლარამდე და დანარჩენი 100 მილიონი დოლარი არის რამდენიმე ინვესტორი და ეს არის კონსორციუმი, სადაც დიდ როლს თამაშობს კერძო სექტორი, მაგრამ თვითონ ამ პროექტის ორგანიზატორების შენატანი ამაში ასეთი მნიშვნელოვანი. მინდა, ვთქვა, რომ ზოგადად კერძო სექტორს უჭირს ამ პროექტის დაფინანსების მოზიდვა. ეს არ არის დაკავშირებული იმ პროცესებთან, რომელიც მიდის დღეს, მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ის ნეგატიური ფონი, რომელიც შეიქმნა მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით კიდევ უფრო ურთულებს ამ კერძო ინვესტორებს, რომ შეაგროვონ ის მინიმალური რაოდენობით საკუთარი კაპიტალით, რომელიც საჭიროა, რომ ეს პროექტი დაძრან,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

დღის ამბები