20 აპრილი 2024,   10:49
ვრცლად
თავდასხმა ლიბერთი ბანკის საინკასაციო მანქანაზე - დაკავებულებიდან ერთ-ერთი პოლიციელია

შეიარაღებული თავდასხმა ლიბერთი ბანკის საინკასაციო მანქანაზე - დაკავებული ორი პირიდან, ერთ-ერთი პოლიციელია. ომარ ხუხუა განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს თანამშრომელია. ფაქტს შსს ადასტურებს.

ყაჩაღობის ფაქტი ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ მოხდა. შეიარაღებული ორი პირი ლიბერთი ბანკის საინკასაციო მანქანას თავს დაესხა და იარაღის მუქარით თანხა გაიტაცა. შემთხვევის დროს ინკასატორი დაიჭრა.

პოლიციამ ომარ ხუხუას და გელა ჯიქიას დაკავებისას ნივთმტკიცებად ამოიღო იარაღები, ნიღბები და 100 ათას ლარზე მეტი თანხა, რომელიც მათ საინკასაციო მანქანიდან გაიტაცეს. ასევე ნაპოვნია მანქანა, რომელიც საინკასაციო მანქანის დაყაჩაღებამდე იარაღის მუქარით ბოროტმოქმედებმა ელექტროქვესადგურის თანამშრომელს წაართვეს. სწორედ გატაცებული მანქანით იმყოფებოდნენ საინკასაციო მანქანის დასაყაჩაღებლად თავდამსხმელები. 

დღის ამბები