19 აპრილი 2024,   05:41
ვრცლად
საგამოძიებო კომისიაც არის მცდელობა გადაიტანონ ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში - კობახიძე TBC ბანკის საქმეზე საუბრობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველს ვერ ხედავს.

კობახიძის განცხადებით, საკითხი სამართლებრივია და მისი პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს. 

„მოდით, ნუ მივცემთ პოლიტიკურ დატვირთვას იმ საკითხს, რომელიც უნდა იყოს სამართლებრივ ჩარჩოში განხილული. საგამოძიებო კომისიაც არის მცდელობა გადაიტანონ გარკვეულმა ძალებმა ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში. დავტოვოთ ეს ყველაფერი სამართლებრივ ჭრილში და პატივი ვცეთ სისტემას,“- აცხადებს კობახიძე. 

დღის ამბები