19 აპრილი 2024,   00:34
ვრცლად
მიგვაჩნია, რომ განხილვის გზები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოში ბიზნეს გარემოსა და ინვესტიციებზე - აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელის მოადგილე TBC ბანკზე 

შეერთებული შტატები "თიბისი ბანკის" საქმის მსვლელობას ყურადღებით აკვირდება. ამის შესახებ განცხადება საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელის მოადგილემ ელიზაბეტ რუდიმ გააკეთა. თუმცა მან თავი შეიკავა მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილი წერილის შეფასებისგან. თქვა მხოლოდ ის, რომ საქმე, რომელიც "თიბისის" უკავშირდება გავლენას ახდენს ახდენს საქართველოში ბიზნეს გარემოსა და ინვესტიციებზე.

„შეერთებული შტატები დიდი ხანია უჭერს მხარს საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის განვითარებას. წერილთან დაკავშირებით კი კომენტარს ვერ გავაკეთებ. მესმის, რომ ის საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოძიების საგანს წარმოადგენს. რაც შეეხება "თიბისი"  ბანკს, ჩვენ ვაგრძელებთ საქმეზე ყურადღებით დაკვირვებას და მიგვაჩნია რომ მისი განხილვის გზები და შედეგები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოში ბიზნეს გარემოსა და  ინვესტიციებზე,“-განაცხადა ელიზაბეტ რუდიმ.

"თიბისი" ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს თვალს ადევნებს ევროპის საბჭოს ოფისის ხელმღვანელი საქართველოში. კრისტიან ურსე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროსაბჭო მსგავს საქმეებს არ განიხილავს, ის თვალს ადევნებს საქმეს.

„ყველა ეცნობა მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მათ შორის ჩვენც, მაგრამ ევროსაბჭო ასეთ საქმეებს არ განიხილავს. რა თქმა უნდა ყურადღებით ვაკვირდებით. რამდენადაც ვიცი გამოძიება დაიწყო და დაველოდებით მის შედეგებს,”-განაცხადა კრისტიან ურსემ.

დღის ამბები