18 აპრილი 2024,   22:04
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმე - საქართველოს საპატრიარქო გრიფით „საიდუმლოს“ მოხსნას ითხოვს

საქართველოს საპატრიარქო ე.წ ციანიდის საქმეზე გრიფით „საიდუმლოს“ მოხსნას ითხოვს. ოფიციალური განცხადებით საპატრიარქომ უზენაეს სასამართლოს უკვე მიმართა. 

განცხადების მიხედვით, საქმის მასალების გასაჯაროების მომხრეა, როგორც ბრალდებულის, ასევე დაზარალებულის და მოწმის მხარეც, საპატრიარქოც და საზოგადოებაც.

„მოგმართავთ შემდეგი თხოვნით: მოგეხსენებათ, ე. წ. ციანიდის საქმეს“ ადევს გრიფით საიდუმლო, რაც ზოგიერთ პიროვნებას საშუალებას აძლევს სხვადასხვა ინტერპრეტაციის გაკეთებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა.

"მართალია, კანონი კრძალავს აღნიშნული სახის მასალების გასაჯაროებას, მაგრამ შექმნილი ვითარების ფონზე, იქნებ იქნას გამონაკლისი დაშვებული, გასაჯაროვდეს ეს დოკუმენტები და ყველას მიეცეს საშუალება, გაეცნოს საქმის რეალურ მდგომარეობას, მითუმეტეს, რომ ამის მოსურნეა როგორც ბრალდებულის, ისე დაზარალებულისა და მოწმის მხარე, ამის მოსურნეა საქართველოს საპატრიარქო და საზოგადოება“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. 

განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ მზია თოდუას სახელზეა დაწერილი. 

დღის ამბები