21 სექტემბერი 2019,   09:53
ვრცლად
ხმაური ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე - ერთმანეთს ენმ-ს წევრი და სხდომაზე მყოფი დავით ოქიტაშვილი დაუპირისპირდნენ

ხმაური ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე - დაპირისპირება კულტურის პალატისთვის ყოფილი ქარხნის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხის განხილვას მოჰყვა.  ქუთაისის ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქში კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს. ოპოზიციამ კი საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა მოითხოვა.

"სირცხვილია, ფალიაშვილის ქალაქში ოქიტაშვილი ავითარებდეს კულტურას,"-განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ.

შუშანიას განცხადებას სხდომაზე დამსწრე დავით ოქიტაშვილის გაღიზიანება მოჰყვა. ოქიტაშვილსა და შუშანიას შორის დაწყებული დაპირისპირების განმუხტვა საკრებულოს სხდომათა დარბაზში მყოფმა პირებმა სცადეს. 

დღის ამბები