19 აპრილი 2024,   02:06
ვრცლად
ახალი სახეების კონკურსის წესით შერჩევა - ვოლსკის თქმით, უცხოელი კონსულტანტები "ქართულ ოცნებას" საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის სჭირდება

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „კურიერს“ იმ კერძო კომპანიასთან  დაკავშირებით გააკეთა კომენტარი, რომელიც პარტიაში ახალ სახეებს კონკურსის წესით შეარჩევს.

ვოლსკის თქმით, უცხოელი კონსულტანტები მმართველ პარტიას საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის სჭირდება. პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია დალაგებული უნდა იყოს.

ცნობილი ხდება, რომ უცხოური კონსულტანტები დასავლეთიდან ჯერ პარტიაში არ ჩამოსულან, თუმცა პარტიის ოფისში წევრობის მსურველები ანკეტებს ავსებენ. ახალი სახეების მოძებნა კახი კალაძეს დაევალა.

„კერძო კომპანია იქნება, ალბათ, ჩართული საქმიანობაში, არა საკადრო თემებში, არაფერ შუაშია, მაგრამ იმ  მნიშვნელოვანი სტრატეგიული განვითარების საკითხებზე, ყველა დარგსა და ყველა სფეროში, ვფიქრობ, რომ ადამიანები, ჩვენი საზოგადოება საკმაოდ მოისაკლისებს ინფორმაციას. მე არ მინდა ამას დავარქვა პიარული კომპანია მხოლოდ, მაგრამ რეალურად საზოგადოებისთვის ბევრი რამ უნდა იყოს ცნობილი. ეს სტრატეგია უნდა იყოს კარგად დალაგებული და ვფიქრობ, ამაში კარგი, მაღალი დონის პროფესიონალი, თუნდაც უცხოური კომპანიის ჩართვა არის აუცილებელი,“- განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ ახალი სახეები გუნდიდან წასულ წევრებს კი არ ჩაანაცვლებენ, არამედ მათ საკუთარი ადგილი ექნებათ.

„ჩანაცვლება არაფერ შუაში არ არის. ადამიანი, რომელიც მოდის პარტიაში სამუშაოდ, არავის ადგილზე არ მოდის. ის თავის ადგილას მოდის ყოველთვის. კალაძე არის, ვინც წაიყვანს ამ მიმართულებას. ეძებს - სიტყვა იმ გაგებით, რასაც თქვენ ამბობთ, არასწორია. არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც იცნობენ კარგად რეგიონებში, ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატები. არ არის მხოლოდ ახალგაზრდებზე საუბარი,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები