23 აპრილი 2024,   16:54
ვრცლად
"როგორც მან განაცხადა, არც TBC ბანკის შემოწმების პროცესი ახსოვს, არც შემოწმების შედეგები" - პროკურორი ქადაგიძის პასუხებით უკმაყოფილოა

TBC ბანკის საქმეზე გიორგი ქადაგიძის სასამართლო წესით გამოკითხვა დასრულებულია, თუმცა საქმის პროკურორი მიღებული პასუხებით უკმაყოფილოა.

პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი ამბობს, რომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა გამოძიებას საჭირო ინფორმაცია არ მიაწოდა. ტყეშელაშვილის არ გამორიცხავს, რომ გიორგი ქადაგიძე გამოკითხვაზე კიდევ ერთხელ დაიბარონ.

"როგორც მან განაცხადა, არც TBC ბანკის შემოწმების პროცესი ახსოვს, არც შემოწმების შედეგები. შესაბამისად, მან გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რადგან ყველაფერზე აცხადებს, რომ ეს დეტალები მას არ ახსოვს. გიორგი ქადაგიძე 2008 წელს იყო საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი, აღნიშნულ პერიოდში ამ სააგენტოს ჩატარებული აქვს TBC ბანკის შემოწმება და გიორგი ქადაგიძე როგორც ხელმძღვანელი იყო ამ პერიოდში ამ სააგენტოში.

"შესაბამისად, ვინაიდან ჩატარებულია შემოწმება, ჩვენ გაგვაჩნდა შეკითხვები შემოწმების პროცესთან დაკავშირებით და შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით. როგორც გიორგი ქადაგიძე აცხადებს, მას არ ახსოვს არც შემოწმების პროცესი და არც შემოწმების შედეგები”,- აცხადებს პროკურორი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები