25 აპრილი 2024,   22:52
ვრცლად
სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან მოპარული ათასობით ლარის ღირებულების ოქრო - ექსპერტი ლევან გაბიჩაძე ბრალს აღიარებს

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ათასობით ლარის ღირებულების ოქროს მოპარვაში ბრალდებული ექსპერტი, ბრალს აღიარებს.

ლერი გაბიჩვაძემ, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში 9 წელი მუშაობდა, დღეს სასამართლოზე თქვა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს. მისი თქმით, ყველაზე დაცული უწყების დაცული სეიფიდან იმ ნივთებს იპარავდა, რომლის შემოწმება და შემდეგ დასკვნის დადება ევალებოდა.

დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მტკიცებულებები უდავოდ ცნო.

„ამოღებულია კონკრეტული ნივთების მხოლოდ ნაწილი. სწორედ ამას ვედავებით გამოძიება, რომ ეს ნივთები იქნა მითვისებული და გამოყენებული იქნა პირადი დანიშნულებით სხვა და სხვა მიზნებისთვის,“- განაცხადა საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ.

დღის ამბები