16 აპრილი 2024,   18:48
ვრცლად
პარტიაში მიდის მუშაობა, რომ გუნდს შემოემატოს ახალი სახეები - მამუკა მდინარაძე

„ნამდვილად პარტიაში მიდის მუშაობა იმასთან დაკავშირებითაც, სხვა საკითხებთან ერთად, რომ გუნდს შემოემატოს ახალი სახეები,“ - ეს განცხადება, „კურიერთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, პარტიაში განახლების პროცესი დაიწყო.

მამუკა მდინარაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ კადრების შერჩევაში კერძო კომპანიაა ჩართული.

„ეს არ ეხება მხოლოდ პარტიის ლიდერშიფს, საუბარია რაიონულ ორგანიზაციებზე, პარტიის გაძლიერებაზე ახალი სახეებით, ამისთვის იმ ინფორმაციას დაგიდასტურებთ, რაც გავრცელდა, ოღონდ ერთი განსხვავებით, რომ ჩვენ ამისთვის არ გვჭირდება რაღაც კომპანიების დაქირავება, არსებობენ ჩვენს პარტიულ სისტემაში ჯგუფები, რომლებიც ამას ისედაც უზრუნველყოფენ,“- აღნიშნა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ ლიდერები ადასტურებენ, რომ ახალი სახეების შერჩევის პროცესში კახა კალაძე აქტიურად არის ჩართული.

დაკავშირებული სურათი

„კონკრეტულად მიმართულების ხელმძღვანელი რომელი შევარჩიოთ, მიმართულების ხელმძღვანელი იყოს რომელიმე ადამიანი, არა, მაგრამ კახის ბუნებრივია, აქტიურად არის ჩართული ამაში. კადრების შერჩევასთან დაკავშირებით ასეთი კონსულტაციები რომელიმე კომპანიასთან არ მიდის, თუმცა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ცოცხალი პროცესია, მიდის გუნდის განახლება,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კერძო კომპანიის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რევაზ არველაძე.

„რა საჭიროა, არ მგონია, რომ კერძო კომპანიის დაქირავება საჭირო იყოს,“ - აღნიშნა არველაძემ.

„ქართული ოცნება“ ახალ სახეებს ეძებს. მმართველ პარტიაში გამოთავისუფლებულ ადგილებს ახალი სახეები დაიკავებენ და მათ კონკურსის წესით უცხოური კომპანია შეარჩევს. კონსულტანტები დასავლეთიდან ჯერ პარტიაში არ ჩამოსულან, თუმცა პარტიის ოფისში წევრობის მსურველები ანკეტებს ავსებენ. ახალი სახეების მოძებნა კახა კალაძეს დაევალა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „კურიერს“ უთხრა, რომ უცხოელი კონსულტანტები მმართველ პარტიას საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის სჭირდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები