18 აპრილი 2024,   08:48
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ვილნიუსში - საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ვილნიუსში - ორი ქვეყნის პრეზიდენტმა ქართული და უცხოური მედიისათვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. 

სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არ აღიარების პოლიტიკის განუხრელი მხარდაჭერისთვის, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიასთან მიმართებაში სანქციების თაობაზე, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისათვის, მადლობა გადაუხადა.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარეს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა, როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების საპარლამენტო ფორმატების ფარგლებში თანამშრომლობას.

 

დღის ამბები