19 აგვისტო 2019,   21:27
ვრცლად
მესამე არჩევნებია „ქართული ოცნებისთვის“ და გამორიცხულია, რომ ზუსტად იგივე გუნდით წარდგეს - ზაზა ხუციშვილი

გუნდის გადახალისება ყოველთვის საჭიროა - ეს განცხადება, „კურიერთან“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ზაზა ხუციშვილმა გააკეთა.

დეპუტატის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საკმაოდ რთული იქნება, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნებისთვის“ უკვე მესამე არჩევნებია.

ზაზა ხუციშვილი არ ადასტურებს იმ ინფორმაციას, რომ მმართველი პარტიის ახალი კადრების შერჩევაში კერძო კომპანიაა ჩართული.

„მესამე არჩევნებია „ქართული ოცნებისთვის“ და გამორიცხულია, რომ ზუსტად იგივე გუნდით წარდგეს. გაზაფხულიც მძიმე იქნება და შემდეგი არჩევნებიც არ იქნება მარტივი იმიტომ, რომ ორი ვადა საკმაოდ ხანგრძლივი დროა იმისთვის, რომ შედეგები შეფასდეს და, ალბათ, მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ ამის მიხედვით მიიღოს, რა დაპირებები მიიღო, რა დონეზე შესრულდა ეს დაპირებები, რა პოლიტიკური მოცემულობაა, ვინ იქნება იმ მომენტისთვის მთავარი ოპოზიციური ძალა. ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ვადასტურებ, რომ არ იქნება მარტივი არჩევნები,“ - განაცხადა ხუციშვილმა.

„ქართული ოცნება“ ახალ სახეებს ეძებს. მმართველ პარტიაში გამოთავისუფლებულ ადგილებს ახალი სახეები დაიკავებენ და მათ კონკურსის წესით უცხოური კომპანია შეარჩევს. კონსულტანტები დასავლეთიდან ჯერ პარტიაში არ ჩამოსულან, თუმცა პარტიის ოფისში წევრობის მსურველები ანკეტებს ავსებენ. ახალი სახეების მოძებნა კახა კალაძეს დაევალა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები