20 აპრილი 2024,   03:54
ვრცლად
სტუდენტები განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს ითხოვენ - მიმართვა პრემიერის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში შევიდა 

სტუდენტები საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავენ. ისინი სახელმწიფო უნივერსიტეტებში მმართველი რგოლების არჩევის წესის შეცვლას, განათლების გრძელვადიანი ხედვის შემუშავებას და დაფინანსების მოდელების შეცვლას მოითხოვენ. 

სტუდენტებმა წერილი პრემიერის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს შეიტანეს. ახალგაზრდებს განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა სურთ და ამისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვენ, რომელშიც სტუდენტები და პროფესიული წრეების წარმომადგენლები იქნებიან ჩართულნი. 

„ ეს პუნქტებია რექტორის არჩევის წესი, ასევე იმპიჩმენტის წარმომადგენლობითი საბჭოს კვოტის გაზრდა და ასევე, გვსურს ვიმუშაოთ გარე საბიუჯეტო დაფინანსებაზე,“- აცხადებს სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი სალომე თავზარაშვილი.

დღის ამბები