25 აგვისტო 2019,   16:16
ვრცლად
კორუფციული სქემა განათლების სამინისტროში - ბაჩანა შენგელაიამ პროკურატურას სარჩელით მიმართა

ბაჩანა შენგელია განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს კორუფციაში ადანაშაულებს. შენგელიამ დღეს სარჩელი პროკურატურაში შეიტანა. 

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილის მტკიცებით, გიორგი ქოჩიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით შექმნილია სქემა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლების ადმინისტრაციას სასწავლებლებში იურიდიული სამსახურის მომსახურებისთვის შესაბამისი ფიქტიური ხელშეკრულების გაფორმებას ავალდებულებს.

გარდა ამისა, შენგელიას ინფორმაციით, განათლების მინისტრი არსებული კორუფციული სქემის შესახებ ინფორმირებულია და სავარაუდოდ, ის გარკვეულ სარგებელსაც ნახულობს.

„წარვადგინეთ მტკიცებულებები - ეს არის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, სადაც დასტურდება ეს ფაქტები, რაზეც მე ვსაუბრობ. ასევე 200-მდე სკოლის სია, რომელსაც ხელშეკრულებები დადებული აქვს ამ ჯგუფთან. მინისტრი არის სრულად საქმის კურსში, რაც გვაფიქრებინებს, რომ მინისტრი პირადად მფარველობს ამ სქემას და სავარაუდოდ, გარკვეულ სარგებელსაც იღებს,“ -განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

დღის ამბები