25 აპრილი 2024,   20:51
ვრცლად
ეს წერილი იყო, არსებობს შუამავალი, მაგრამ შუამავლის დაშინება და არ არის გამორიცხული - გოცირიძე ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილზე 

გამოძიება ამ საკითხში არ შეიტანს ნათელს, ვინაიდან, ყველაფერი ისედაც ნათელია - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ გააკეთა.

გოცირიძე მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის შემცველ წერილთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ არსებობს შუამავალი, რომელიც არ არის გამორიცხული, დააშინონ.

„როდესაც არსებობს ესეთი მოარული ფრაზა, დაველოდოთ გამოძიებას. ველოდებით გამოძიებას უამრავ დანაშაულთან დაკავშირებით. რომელი გამოიძიეს? ამიტომ, რა თქმა უნდა, გამოძიება ამ საკითხში არ შეიტანს ნათელს, ვინაიდან, ყველაფერი ისედაც ნათელია. ეს წერილი იყო, არსებობს შუამავალი, მაგრამ შუამავლის დაშინება და არ არის გამორიცხული, მის წინააღმდეგ, რაღაც შეთითხნილი, სულ სხვა საქმით რეპრესიების დაწყება,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

ოპოზიცია TBC ბანკის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საგამოძიებო კომისიის შექმნას არ აპირებს.

სკანდალური წერილის მიხედვით კი, მამუკა ხაზარაძეს სამი პირობის შესრულებას სთხოვდნენ. პირველი - ტელეკომპანია პირველმა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეიმედის მსგავსად ჩაერთოს ომში ოპოზიციის წინააღმდეგ. მეორე - ხაზარაძემ გააკეთოს განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობის" რევანში და ბიზნესს კარგად ახსოვს როგორ ექცეოდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. მესამე - ტელეკომპანია "არტარეა," რომელიც ხაზარაძის საკუთრებაა, ჩაერთოს პოლიტიკურ კამპანიაში.

დღის ამბები