19 აპრილი 2024,   12:48
ვრცლად
"ყველა მინუს ივანიშვილი" - ოპოზიციურ პარტიებს შორის დახურული კონსულტაციები გაიმართა

შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, პროდასავლური ოპოზიციურ პარტიებს შორის დახურული კონსულტაციები გაიმართა. "ყველა მინუს ივანიშვილი" - ოპოზიცია შეეცდება არჩევნებზე ამ ფორმულით გავიდეს. "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და პარლამენტს გარეთ მყოფი პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, რომ არჩევნების დროს ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან.  

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ ფორმულა, "ყველა მინუს ივანიშვილი" არსებული მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალია. 

„ფორმულა, ყველა მინუს ბიძინა ივანიშვილი, უკვე ხედავთ, რომ ხდება ძალიან მიმზიდველი და ერთადერთი გამოსავალი. შესაბამისად, აქედან ამოვდივართ ყველა პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციური პარტია. შესაძლებელია, როგორც მინიმუმ და აუცილებლად ეს მოხდება, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ჩამოვხსნათ რამდენიმე ნიღაბი, რომელიც ჯერ კიდევ სახეზე მას შემორჩა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ოპოზიციის ერთიან, კოორდინირებულ მუშაობაზე ამახვილებს ყურადღებას "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი, გიგი უგულავა.

„ამოსავალი წერტილი არის შემდეგი, რომ ოპოზიციურმა კანდიდატებმა ერთმანეთს ხმები არ უნდა წაართვან და ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკვე ამ არჩევნებზე მარცხი იწვნიოს ქართულმა ოცნებამ.“ შესაბამისად, სადაც ძლიერი კანდიდატი ჰყავს ერთ პარტიას, ჩვენ იმას მივეხმარებით, სადაც ძლიერი კანდიდატი ჰყავს ევროპულ საქართველოს, იქ სხვა პარტიები დაგვიჭერენ მხარს და სწორედ ამ სქემაზე და ურთიერთდახმარებაზე კოორდინაციაზე გვაქვს საუბრები სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები