19 აგვისტო 2019,   21:22
ვრცლად
მმართველი პარტიის დეპუტატმა ფეხსაცმელი გაიხადა და კოლეგას თავში ურტყა 

ხელჩართული ჩხუბი ინდოელ პოლიტიკოსებს შორის. ქვეყნის მმართველი პარტიის ორი დეპუტატის დაპირისპირების მიზეზი "უტარ პრადეშის" რეგიონში ახალ პროექტთან დაკავშირებული უთანხმოება გახდა.

ჩხუბის დროს ერთ-ერთმა დეპუტატმა ფეხსაცმელი გაიხადა და კოლეგას ისე გაუსწორდა, რაც ინდოეთში განსაკუთრებული შეურაცხყოფაა, რადგან ქვეყანაში ფეხსაცმელი სიბინძურესთან ასოცირდება.

ინციდენტის შემდეგ დეპუტატებმა ბოდიში მოიხადეს, თუმცა ორივე მათგანს მკაცრი დისციპლინური სასჯელი ემუქრება.

დღის ამბები