22 აგვისტო 2019,   23:25
ვრცლად
შს სამინისტრო სკანდალში ეხვევა - „ლიბერთი“ ბანკის დაყაჩაღებისთვის მოქმედი პოლიციელია დაკავებული  

შინაგან საქმეთა სამინისტრო სკანდალში ეხვევა. მამაკაცი, რომელიც „ლიბერთი“ ბანკის საინკასაციო მანქანაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისთვის აიყვანეს, მოქმედი პოლიციელია. ომარ ხუხუა რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. მას  ადანაშაულებენ. პოლიციამ ხუხუას და მისი თანამზრახველის სამალავიც იპოვა, სადაც ყაჩაღობისას გამოყენებული ავტომატები და მოპარული ფული ჰქონდა დამარხული.

შემთხვევა, რომლის გამოც პოლიციამ მისივე უწყების რიგითი დააკავა, 2 მარტს, ზუგდიდში მოხდა. ორი შეიარაღებული მამაკაცი ბანკის მანქანას თავს იმ დროს დაესხა, როდესაც ინკასატორებს ფილიალებში დასარიგებელი ათეულობით ათასი ლარი და ძვირფასეულობა გადაჰქონდათ. იყო სროლაც, რა დროსაც ერთი პირი დაიჭრა.

„კურიერის“ ინფორმაციით, ბანკის საინკასაციო მანქანის დაყაჩაღებისას, მას სამსახურებრივი ავტომატები ჰქონდა თან. ამ ინფორმაციას ხუხუას ნაწილში არ ადასტურებენ.

„კურიერის“ ინფორმაციით, ბანკის საინკასაციო მანქანის დაყაჩაღებამდე ომარ ხუხუამ და მისმა თანამზრახველმა კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინეს. სოფელ ონარში მათ ელექტრო ქვესადგურის მორიგე იარაღის მუქარით გაკოჭეს და ავტომობილი გასტაცეს. არის ვერსია, რომ ხუხუა და მისი თანამზრახველი იქ ბანკის საინკასაციო მანქანის გადაადგილების შესახებ ბოლო ინფორმაციას ელოდნენ.

დაკავებული პოლიციელის ოჯახში მომხდარზე საუბარი არ სურთ.  ხუხუას ოჯახის მსგავსად ტელეკამერებთან არ საუბრობენ არც მეორე დაკავებულის, გელა ჯიქიას ოჯახში.

გელა ჯიქიას და ომარ ხუხუას ბრალს 48 საათში წარუდგენენ. 

ავტორი: ემა გოგოხია 

დღის ამბები