20 აპრილი 2024,   19:59
ვრცლად
ივანიშვილი ახალ სახეებს ეძებს - "ქართულ ოცნებას" თბილისში უცხოელი კონსულტანტები ჩამოჰყავს

ბიძინა ივანიშვილი ახალ სახეებს ეძებს. „კურიერის“ ინფორმაციით, მმართველ გუნდში მოსახვედრად ანკეტები უკვე გროვდება. საუკეთესოების შერჩევის მიმართულება კახა კალაძეს ჩააბარეს. პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა დემარშით წასული პოლიტიკოსების ადგილმონაცვლეები უნდა შეარჩიოს.

„ქართულ ოცნებაში“ ადასტურებენ, რომ ახალი სახეების ძებნის პროცესი უკვე მიმდინარეობს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ განახლება პარტიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

მმართველ გუნდს თბილისში უცხოელი კონსულტანტების ჯგუფი ჩამოჰყავს. უცხოურმა კერძო კომპანია „ქართულ ოცნებას“ სტრატეგიის შემუშავებასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციაში დაეხმარება და ასწავლის, როგორ ელაპარაკოს მოსახლეობას.  

"ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასულები ამბობენ, რომ მმართველ გუნდს პოლიტიკური შედეგის დადებაში ვერც უცხოელი კონსულტანტების დაქირავება და ვერც ახალი სახეები უშველის.

წასულებმა დარჩენილებს შეახსენეს, რომ კოლბაში გამოყვანილი პოლიტიკოსები პოლიტიკურ პროცესებს ვერ წარმართავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები