18 აპრილი 2024,   17:48
ვრცლად
აქცია ჭოგნარში - მოსახლეობამ ნაგავსაყრელისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე ხეები დარგო

თერჯოლის რაიონის სოფელ ოგნარის მოსახლეობა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივებმა დღეს მორიგი გამარფთხილებელი აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ნერგები დარგეს და მოითხოვეს, რომ ადგილზე დასასვენებელი პარკი. აქციის მონაწილეთა თქმით, ხელისუფლება დაჰპირდათ ამ საკითხის მოგვარებას, თუმცა ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებიათ.

მოსახლეობა ამბობს, რომ თუ ხელისუფლება არ შეცვლის გადაწყვეტილებას დასახლებული პუნქტის სიახლოვეს ნაგავსაყრელის აშენებასთან დაკავშირებით, ისინი პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ და ადგილზე კარვებს განათავსებენ.

სოფელში აცხადებენ, რომ თავს მესაქონლეობით ირჩენენ. ნაგავსაყრელი კი დააბინძურებს ჰაერს და წყალს, რის გამოც ისინი პროდუქციას ვეღარ გაასაღებენ. 

დღის ამბები