25 აპრილი 2024,   18:37
ვრცლად
გაუპატიურების მუქარა ბოთლით და ცემა ქამრით - 15 წლის მოზარდზე ზეწოლას სავარაუდოდ, პოლიციის შუამავალი დღესაც ახდენდა

გაუპატიურების მუქარა ბოთლით და ცემა ქამრით - 15 წლის მოზარდი, რომელსაც ხელი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის დროს მოტეხეს, „კურიერთან“ პოლიციის მხრიდან ძალადობის  გარდა, ზეწოლასა და მუქარაზეც საუბრობს. ზეწოლა, სავარაუდოდ, დღესაც გაგრძელდა და ოჯახს პოლიციამ შუამავლები მიუგზავნა.

„კურიერის“ გადამღები ჯგუფის მისვლის დროს არასრულწლოვნის ოჯახში მათი ნათესავი იმყოფებოდა. შოთა ჯავახიშვილი, რომელიც ყოფილი პოლიციელია, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა მოზარდსა და მის მშობლებს. ის არასრულწლოვანს და მის ოჯახს არ აძლევდა უფლებას, რომ ძალადობის შესახებ ესაუბრათ.  

მოზარდის დედამ მოგვიანებით „რუსთავი 2"-თან დაადასტურა, რომ მისი ნათესავი სავარაუდოდ, პოლიციელების შუამავალი იყო და ოჯახზე ზეწოლას ახდენდა.

„ეს პოლიციაში მუშაობდა, არის ბიძაჩემი. მოვიდა, რომ ბავშვი ცოდოაო, მომავალს უყურეთო. რაღა მომავალს უნდა ვუყურო, დაამახინჯეს ბავშვი და კიდევ მომავალს ვუყურო?“ - განაცხადა მოზარდის დედამ, ნინო ანდიაშვილმა "კურიერთან".

შოთა ჯავახიშვილი „კურიერის“ გადამღები ჯგუფის მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა.

სამართალდამცველების დანაშაულზე მოკვლევა გენერალურმა ინსპექციამ მხოლოდ „კურიერში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ დაიწყო.

ქურდობის ბრალდებით დაკავებული სკოლის მოსწავლის თქმით, ბოლნისის პოლიციის შენობაში 8 საათის განმავლობაში განყოფილების უფროსი და რამდენიმე თანამშრომელი ფიზიკურად უსწორდებოდა. 15 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო.

ამავე თემაზე
დღის ამბები