20 აპრილი 2024,   05:57
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, დასაქმების საკითხებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ისაუბრა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ის ადამიანური რესურსი, რომელიც განათლებას იღებს საზღვარგარეთ, სურს სამშობლოში დაბრუნება და შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ქვეყნის სამსახურში ჩაყენება.

„დღეს ვიყავი და ძალიან საინტერესო იყო კიბერ ცენტრის აქ დასათვალიერებლად და ის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები, რომელიც ამ დარგს სჭირდება , დასჭირდება ხვალ უფრო და უფრო მეტად, არ ვიცი რამდენად ვამზადებთ. ამ დროს ის ვიცით, რომ ქართველებს ამ კუთხით აქვთ მიდრეკილებაც და საკმაოდ წარმატებულიც არიან, როცა ამ დარგისკენ მიდიან. ალბათ საჭირო არის, რომ სახელმწიფომ ცოტა უფრო მკაფიოდ გამოთქვას თავისი მომავალი პრიორიტეტები, ჩამოაყალიბოს სად იქნება უფრო დიდი მოთხოვნა,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები