25 აპრილი 2024,   11:22
ვრცლად
საფრანგეთის პრეზიდენტმა 8 მარტთან დაკავშირებით კამერუნელი აქტივისტი დააჯილდოვა

მსოფლიოში ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ელისეს სასახლეში 8 მარტთან დაკავშირებით დღეს ემანუელ მაკრონმა კამერუნელი აქტივისტი დააჯილდოვა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აისა დუმარა ნგატანსოუს ფრანგი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის - სიმონა ვეილის სახელობის პრიზი გადასცა. კამერუნელი აქტივისტი სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია. ის ბოლო პერიოდში აქტიურად იბრძვის ექსტრემისტული დაჯგუფების ბოკო ჰარამის ტყვე ქალთა უფლებების დასაცავად.

ქალთა დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქციები იმართება. ესპანეთში ქალებმა ველოსიპედებით აღლუმი მოაწყვეს.

დღის ამბები