25 აპრილი 2024,   20:26
ვრცლად
კასტინგები „ქართულ ოცნებაში“ და ძველი ჟიური - ახალი სახეების მოძებნა სოზარ სუბარს დაევალა

„ქართული ოცნებისთვის“ ახალი სახეების შერჩევის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ დემარშით წასულების შემცვლელებს სოზარ სუბარი მოძებნის. სუბარი ახლა ლენტეხში იმყოფება, უცნობია პარტიული სახეების შესარჩევად თუ პირადი ვიზიტით.

ვინ ჩააბარა სოზარ სუბარს ახალი სახეების მოძებნა, „ქართული ოცნებაში“ საიდუმლოდ ტოვებენ. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ „ქართულ ოცნების“ ვეტერან წევრზე არჩევანი მისი გამოცდილების და პარტიული ერთგულების გამო გააკეთეს.

სუბარს ახალი სახეების შერჩევაში გუნდის ლიდერებიც დაეხმარებიან. ახალი კადრების წარდგენის უფლება პარტიაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებსაც შეეძლებათ.

„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატი, ეკა ბესელია ამბობს, რომ სოზარ სუბარი საპარლამენტო უმრავლესობის რღვევის პროცესს და მმართველი პარტიის პრობლემებს ვერ უშველის.

პოლიტიკური გადალაგების პროცესი, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ ახალი წლიდან დაიწყო, ოპოზიციისთვის ბიძინა ივანიშვილის პარტიაში მწვავე კრიზისზე მეტყველებს. ისინი ოპონენტებს ერთ რჩევას აძლევენ, პარტიის თავმჯდომარეს ყველა ერთად გაემიჯნოს.

მმართველმა პარტიამ დაანონსებული განახლების პროცესი კვირის დასაწყისში ძველი სახის დაბრუნებით დაიწყო. ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი დააბრუნა.

ამავე თემაზე
დღის ამბები