20 აპრილი 2024,   15:10
ვრცლად
მერიის გაქურდული საცავი - "თბილისის განვითარების ფონდი" ნივთების დაკარგვაში დაზარალებულებს ადანაშაულებს

დედაქალაქის მერიის საცავის გაქურდვის  ფაქტს, რა დროსაც მოქალაქეების ნივთები, ავეჯი და ტექნიკა წაიღეს, თბილისის განვითარების ფონდი ეხმაურება.

თუმანიანის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც ფონდს უნდა შეესრულებინა, მოქალაქეები საკუთარი ბინებიდან მერიამ ქირით გაიყვანა. მერიის საწყობში კი მათი ნივთები ინახებოდა, რომელიც გაქურდეს.

თბილისის განვითარების ფონდი პასუხისმგებლობას იხსნის და მერიის საცავიდან ნივთების დაკარგვაში დაზარალებულებს ადანაშაულებს.

ფონდის დირექტორი, გიორგი ბაიდარაშვილი, ამბობს, რომ მოქალაქეებს ნივთების შესახებ ინფორმაცია ერთხელაც არ მოუთხოვიათ.

„მე ოთხი წლის განმავლობაში, რაც ფონდში ვარ, არ მქონია შემთხვევა, რომ ადამიანებს ეკითხოთ, ან მოეთხოვოთ ავეჯი, ან ლოკაციის დაზუსტება, ან სხვა რაიმე ტიპის მოთხოვნა ჩვენ არ გვახსოვს. წესით, ორი წლის წინ, როდესაც მათ ბინები ჩაბარდათ, ავეჯი თავის ადგილზე უნდა გადაეტანათ, უნდა მოეთხოვათ და წაეღოთ. ასეთი მოთხოვნა დღემდე არ ყოფილა,“ - განაცხადა გიორგი ბაიდარაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები