17 აპრილი 2024,   02:28
ვრცლად
მოსკოვში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი დააკავეს

მოსკოვის მორიგი ბრალდება ვაშინგტონს - სერგეი ლავროვის უწყება შეერთებულ შტატებს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ სამართალდამცველებმა მოსკოვის აეროპორტში ამერიკის საელჩოს თანამშრომელი დააკავეს, რომელსაც ბარგში ნაღმი აღმოაჩნდა.

უწყების ცნობით, შერემეტიევოს აეროპორტში მისულმა გამნაღმველებმა დაადგინეს, რომ მამაკაცს ჩემოდანში ნაღმის ცარიელი კორპუსი ჰქონდა, ანუ მასში ფეთქებადი ნივთიერება არ იყო.

ლავროვის უწყებაში აცხადებენ, რომ ამერიკის საელჩოს თანამშრომელს სამართალდამცველებმა ნაღმი ჩამოართვეს, თუმცა, ის არ დაუკავებიათ და ნიუ-იორკში გამგზავრების უფლება მისცეს.

მოსკოვმა შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაცია უკვე მიაწოდა და ვაშინგონისგან ახსნა-განმარტებებს ელოდება.

დღის ამბები