25 აპრილი 2024,   20:28
ვრცლად
ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ბათუმში ციტა ხნის წინ ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. დაშავებული ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ფეხის არეში არის დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის კვალი ეტყობოდა. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს. 

დღის ამბები