25 აპრილი 2024,   18:43
ვრცლად
ბათუმში, ცეცხლსასროლი იარაღით 29 წლის მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში, ცეცხლსასროლი იარაღით 29 წლის მამაკაცი დაჭრეს. ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. მას უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და მკურნალობას ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში განაგრძობს. დაჭრილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა. 

შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლი ავტომობილში გაუხსნეს. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი რამდენიმე პირს შორის მოხდა. პოლიციამ მანქანა, რომელსაც ნატყვიარი აქვს, ერთ-ერთ მიტოვებულ შენობასთან იპოვა. მანქანაში მძღოლს დატოვებული აქვს მობილური ტელეფონი, სავარაუდოდ მან მანქანა მიატოვა და გაიქცა. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით დაიწყო. ჯანმრთელობის დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარება-შენახვა

დღის ამბები