01 ივნისი 2020,   07:18
ვრცლად
სროლა მექსიკის ერთ-ერთ ღამის კლუბში - დაღუპულია 15 ადამიანი  

მექსიკაში სროლას 15 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმა გუანა-ხუატოს რეგიონში ღამის კლუბში მოხდა. შეიარაღებული პირები კლუბში სამი ავტომობილით მივიდნენ, შენობაში შესვლის შემდეგ კი ცეცხლი გახსნეს. დაღუპულთა გარდა, სროლის შედეგად 7 ადამიანიც დაშავდა. რომელი დაჯგუფება დგას თავდასხმის უკან, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ეს რეგიონი მექსიკაში კრიმინალის მაღალი დონით ერთ-ერთი პირველია.

რეგიონში მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფები ნარკოვაჭრობითა და საწვავის მოპარვით არიან ცნობილი. რამდენიმე დღის წინ მექსიკის პრეზიდენტმა ერთ-ერთი კარტელის ლიდერის დასაკავებლად მასშტაბური სპრეცოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა.

დღის ამბები