04 აპრილი 2020,   20:04
ვრცლად
ოჯახური ძალადობა - 40 წლის მამაკაცი საკუთარ დედას სასტიკად გაუსწორდა

ძალადობის ფაქტი ოჯახში - 40 წლის მამაკაცი საკუთარ დედას სასტიკად გაუსწორდა. შემთხვევა ბათუმში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში 71 წლის დედას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. მამაკაცი, ამ დროისთვის, დაკავებულია. ის წარსულში ნასამართლევია და ამჟამად, პირობითი სასჯელი აქვს შეფარდებული. 

მომხდარის დეტალების დასადგენად "რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფი იმ ადგილას მივიდა, სადაც შემთხვევა მოხდა, თუმცა ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან აგრესიულები არიან და დეტალებზე საუბარი არ სურთ.

დღის ამბები