18 აპრილი 2024,   22:22
ვრცლად
ხანძარი ნავთლუხის ბაზრობაზე - ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიას გაუჩნდა

ნავთლუღის ბაზარში, შერეული ტიპის მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა. დამწვარია 40 კვ. მეტრი ფართობი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული და ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.

დღის ამბები