16 აპრილი 2024,   12:29
ვრცლად
ხანძარი სოფელ ვაჩნაძიანში-6 სულიანი ოჯახი საცოხვრებელი სახლის გარეშე დარჩა

ხანძარი სოფელ ვაჩნაძიანში - ცეცხლი მარჩილაშვილების ორსართულიან სახლს გაუჩნდა. 

ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, რომელიც ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებს ასრულებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული არავინ არის.
ჯერჯერობით დაუდგენელია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

წინასწარი ინფორმაციით, ოჯახმა ცეცხლის ალი გვიან შენიშნა. ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად განადგურდა.

დღის ამბები