25 აპრილი 2024,   13:46
ვრცლად
შეწყვეტილი სოციალური დახმარება - დედა, რომელიც ოთხ მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის, დახმარებას ითხოვს 

დედას, რომელიც ოთხ მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის, სოციალური დახმარება შეუწყვიტეს. 2019 წლის 19 იანვრამდე მისი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება იყო, რომლსაც მრავალშვილიანი დედის სტატუსით იღებდა, თუმცა მას შემდეგ რაც რუსუდან ზაალიშვილს მეოთხე შვილი შეეძინა, სოციალურ სააგენტოში განუცხადეს, რომ პროგრამა განახლებას საჭიროებდა და დახმარებას ვეღარ მიიღებდა. რუსუდან ზაალიშვილი უკვე 3 თვეა სოციალური დახმარების მოლოდინშია. 

4 მცირეწლოვან ბავშვს საჭმლის, ტანსაცმლის, სათამაშოებისა და ელემენტარული პირობების გარეშე უწევს ცხოვრება. დახმარებას ოჯახი ხელისუფლებისგან ითხოვს.

სოციალური მომსახურების სააგენტოში რუსუდან ზაალიშვილის მდგომარეობას იცნობენ. ამბობენ, რომ სარეიტინგო ქულები დროდადრო განახლებას საჭიროებს და აღნიშნული ოჯახი ბაზის გაწმენდის სიაში მოხვდა.

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი. 

 

 

​ 

დღის ამბები