29 მაისი 2020,   05:36
ვრცლად
35 ქვეყნის 157 დაღუპული მოქალაქე - "ეთიოპიის ავიახაზების" კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა  

35 ქვეყნის 157 დაღუპული მოქალაქე - ასეთია ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგი. კომპანია "ეთიოპიის ავიახაზების" კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი დედაქალაქიდან 62 კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა და აფეთქდა. კატასტროფის ადგილზე მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ბოინგ 737, რომელიც რეისს ადის აბებიდან ნაირობის მიმართულებით ასრულებდა, რადარებიდან აფრენიდან 6 წუთში გაუჩინარდა. ბორტზე 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა. ტრაგედიას ვერავინ გადაურჩა. გავრცელებული ცნობით, დაღუპულები 35 ქვეყნის მოქალაქეები არიან. კატასტროფას ძირითადად კენიის, კანადის, შეერთებული შტატების, იტალიისა და ჩინეთის მოქალაქეები ემსხვერპლნენ.

ავიაკატასტროფის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ცნობით, ჩამოვარდნამდე პილოტმა ავიადისპეჩერებს ტექნიკური პრობლემის შესახებ შეატყობინა და აეროპორტში დაბრუნდება ითხოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები