04 ივნისი 2020,   08:39
ვრცლად
კორუფციის აღმოფხვრა, ემიგრანტების დაბრუნება... - თაკო ჩარკვიანის პარტია,  ”კანონი და სამართალი ” აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებს 

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი უკანონობისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას ახალი პოლიტიკური პარტიის სახელით შეეცდება. ახალი და გამოცდილი სახეებით, საერთო მიზნებით და მისწრაფებებით, ”კანონი და სამართალი ” დღეიდან აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებს. 

გამეფებული კორუფციის აღმოფხვრა, რეგიონული განვითარება და ემიგრანტების დაბრუნება ახალი პოლიტიკური პარტიის გეგმების ნაწილია. პარტიის ლიდერის თქმით, ანტიკორუფციული კანონის ამუშავება პირველი ეტაპია, რის გარეშეც სხვა თემებს განვითარების პერსპექტივა არ აქვს. „კანონი და სამართალი“ მომავალს დიდი ოპოზიციური გაერთიანების რიგებში ხედავს.

პარტიას შეუერთდა პოლიტიკოსი ირაკლი ღლონტი, რომელმაც იმ საკითხების ვრცელი სია წარმოადგინა, რაც დღეს მას და ქვეყანას აწუხებს. პარტიის რიგებში იქნება ადვოკატი მიხეილ რამიშვილიც.

პირველ ყრილობას, ესწრებოდნენ „ევროპული საქართველოსა“ და „რესპუბლიკური“ პარტიის წევრები, ასევე ის ადამიანები, ვისთვისაც „ქართული ოცნების“ მმართველობა მიუღებელია და ძალას ერთიან ოპოზიციაში ხედავენ.

 

 

დღის ამბები