19 აპრილი 2024,   01:10
ვრცლად
ფულის გათეთრების სკანდალი - ოპოზიცია "ოცნების" დეპუტატის შვილის და "ქართუ ბანკის" სავარაუდო დანაშაულებრივი კავშირის გამოძიებას ითხოვს 

„ქართუ ბანკის“ სკანდალი და ფულის გათეთრების სქემა - ოპოზიცია მმართველი გუნდის დეპუტატ, შოთა შალელაშვილისა და ბანკის კავშირის გამოძიებას ითხოვს.

საუბარია სქემაზე, რომლის მიხედვითაც, დეპუტატის შვილი  ამერიკული ბანკიდან მოპარულ ფულს, სწორედ „ქართუ ბანკში“ ინახავდა.

გამოძიების მოთხოვნით ოპოზიცია პროკურატურაში სარჩელს შეიტანს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი დღეს „ქართუ ბანკშიც“ მივა და მოითხოვს განმარტებას, რატომ მიეცა „ქართული ოცნების“ დეპუტატის შვილს, ფულის გათეთრების უფლება.  

Image result for ლევან ხაბეიშვილიდოკუმენტალურად დასტურდება მილიონობით ლარის გათეთრება და ვიცით ჩვენ, რომ ამ მიმართულებით საქმე აქვთ მაგალითად სხვა ბანკირზე აღძრული. რატომ ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ხელშეუხებელი, მაშინ როდესაც ეს ტრანზაქციები არის საჯარო და მაშინ როდესაც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ აშშ-ში ეს კონკრეტული ადამიანი სისხლის სამართლებრივად იდევნება და არის დაკავებული. შესაბამისად ჩვენ დღეს მივმართავთ როგორც „ქართუ ბანკს“ ისე საგამოძიებო უწყებებს, დაინტერესდნენ ამ საქმით,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"შაბათის კურიერში" გასული რეპორტაჟის მიხედვით, არსებობს ვარაუდი, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატის, შოთა შალელაშვილის შვილი, "ქართუ ბანკში” ამერიკული ბანკიდან მოპარულ ფულს ინახავდა.
2014 წელს „ქართუ ბანკისგან“, შალელაშვილებმა თითქმის, 6 მილიონ დოლარად მიწა და სასტუმრო შეიძინეს. გარი შალელაშვილის ამერიკაში ასობით მილიონი დოლარის მოპარვის ბრალდებით დაკავების შემდეგ კი მან ეს უძრავი ქონება დედას აჩუქა.

არსებობს ეჭვი, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატის ოჯახმა ბიძინა ივანიშვილის ბანკის დახმარებით ჯერ ფული გაათეთრა, შემდეგ კი შეძენილი ქონება გადამალა.  

დღის ამბები