19 აპრილი 2024,   12:24
ვრცლად
ზვიად კუპრავას საქმე - სასამართლოზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხებიან

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს იმ სამართალდამცავებს გამოკითხავენ , რომლებმაც სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კუპრავა დააკავეს.

ზვიად კუპრავას ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ბრალდება აბსურდულია.

„მოწმეები არიან პოლიციელები, რომელბმაც დააკავეს სასადილოში. რა თქმა უნდა, სადაო შეიძლება იყოს დაკავების საკითხი, ფორმალურად იყო თუ არა სწორი, თუმცა,  როდესაც პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებზე ვსაუბრობთ აუცილებელად არის მნიშვნელოვანი, რომ ეს საქმიანობა შეფასდეს ერთობლიობაში და   შეიძლება ამ შემთხვევაში იკვეთებოდეს სახელმწიფოს მიდრეკილება, რომ ეს ადამიანი ჰყავდეთ პატიმრობაში და ჩამოაცილონ მის პოლიტიკურ საქმიანობას“ -აცხადებს ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.

ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ცემის ბრალდებით ზვიად კუპრავა სამართალდამცავებმა 22 თებერვალს დააკავეს.

დღის ამბები